“კირნათი ჰესის” მშენებელი კომპანია რამდენიმე ოჯახთან ვერ თანმხდება

09 ოქტომბერი 2020, 18:01 1317 ნახვა

მარადიდში მცხოვრები ორი ოჯახი კირნათი ჰესის მშენებელ კოპანიასთან კერძო  საკუთრების გამოსასყიდ თანხაზე ამ დრომდე ვერ თანხმდება. მათი განცხადებით, კომპანია საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებში საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებს იხდის, ამიტომაც ქონებას არ თმობენ. ისინი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არასდროს ყოფილან, ითხოვენ მხოლოდ ადეკვატურ ანაზღაურებას.

კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ში კი აცხადებენ, რომ  მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა  უშედეგოდ.  ამბობენ  რომ ერთ-ერთ  ოჯახს, რომელსაც ქონება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობის გადაწყვეტილებით იძულებით ჩამოერთვა ექსპროპრიაციით გათვალისწინებულ ფასზე მეტიც კი შესთავაზეს. ექსპრორპიაცია მარადიში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს შეეხო. მათი დიდი ნაწილი  კომპანიასთან ქონების  გამოსასყიდ თანხაზე ხანგრძლივი დავის შემდეგ შეთანხმდა, თუმცა ამბობენ, რომ  არა ნებით არამედ იძულებით.

კომპანიასა და მარადიდში მცხოვრებ ოჯახებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია ხელვაჩაურის მერიც. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ  სამუშაოები სოფელში მოსახლეოაბასთან შეთანხმებამდე არ დაიწყება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში