“ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატების გზავნილები

10 ოქტომბერი 2020, 15:15 1302 ნახვა

“ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ სახელით ქობულეთში ზვიად კვაჭანტირაძე და ლაშა ვერულიძე იბრძვიან. გამარჯვების შემთხვევაში პარტიის მთავარი პრიორიტეტი სამართლიანი მართლმსაჯულება, სოციალური პოლიტიკის შეცვლა, ახალი საბანკო რეგულაციები და ეკონომიკური გაძლიერებაა. მთავარ გამოწვევად მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატები ქობულეთში ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებენ.  ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად შექმნილ პრობლემებს ასახელებენ.

პარტია პეტიციაზე მუშაობს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, იმისთვის რომ მიმდინარე ტურისტული წელი ფორსმაჟორად გამოცხადდეს და ამ სექტორში მომუშავე ადამიანებს გარკვეული ფინანსური შეღავათები დაუწესდეს. მეციტრუსეებთან მიმართებით, ფერმერთა სუბსიდირების აუცილებლობას ხედავს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში