ცესკოს წინასწარი საბოლოო შედეგები

12 ოქტომბერი 2016, 00:00 3254 ნახვა

არჩევნების მეორე ტურის თარიღი 27 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი. ცესკო-ს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას ნიშნავს. ვინაიდან არჩევნების მეორე ტური კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 25-ე დღისა უნდა გაიმართოს, ბოლო ვადა 2 ნოემბერია. ამ ეტაპზე მეორე ტურის თარიღი ცნობილი არ არის, რადგან კანონმდებლობის თანახმად, ახლა საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში