ჩვენი ინტერესია საქმეს ნათელი მოეფინოს და მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვრებთან დაკავშირებით - კობახიძე

13 ოქტომბერი 2020, 15:02 1224 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება გრძელდება და უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს.

''ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის, რომ საქმეს მოეფინოს ნათელი და გამოძიებული იყოს სათანადოდ. ასევე ჩვენი ინტერესია აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საკითხი და მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვრებთან დაკავშირებით, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებითაც. ეს არის ერთადერთი ამოცანა და ამის შესაბამისად ვმოქმედებთ'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტების კითხვაზე - თუ ხორციელდება სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთსა და აზერბაიჯანში?

​ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ყველა სპეკულაციას ნათელი პასუხი გაეცა და ამაზე მეზობელი ქვეყნის თანამდებობის პირებმაც ისაუბრეს.

,,ნათელი კომენტარები გააკეთეს, როგორც ერთი ასევე მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა. აქედან გამომდინარე ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ერთადერთი სპეკულაციები რჩება, მათ შორის ქართულ მედიაში. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივი პრაქტიკა” - განაცხადა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში