„საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შემდეგ“ -საიას ანგარიში

16 ოქტომბერი 2020, 12:05 1017 ნახვა

საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შემდეგ“ -საიამ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.  იგი  2019  წლის და მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის საქმიანობას მოიცავს. კვლევის ფარგლებში გამოკვლეულია ინტერპელაცია, სამთავრობო საათი, მინისტრების ანგარიში, საკომიტეტო  კონტროლი. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო კონტროლი ახალი რეგლამენტის შემდეგ გაუმჯობესებულია, თუმცა ხარვეზები მაინც არის.   ანგარიშის მიხედვით, ერთ- ერთი რეკომენდაცია გულისხმობს სამთავრობო საათის შემოღებას, რომელიც ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში