ბათუმში გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინა

16 ოქტომბერი 2020, 23:20 2834 ნახვა

ბათუმის ბულვარში „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს.

"განწყობა არის პროპორციული. საქართველოს მოქალაქე ითხოვს ცვლილებას 2020 წლის 31 ოქტომბერს საღამოს 20:01 წუთზე. თქვენი მარჯვენათი, თქვენი მარცხენათი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა,“ - განაცხადა მურმან დუმბაძე

შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო გახდება უფრო ბრწყინვალე ვიდრე ყოფილა და 31 ოქტომბერს უპერსპექტივობა დასრულდება.

,,ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის სულ ახლოს , ერთი ხელის გაწვდენაზე“ - ამ სიტყვებით ბათუმში შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირდაპირი ჩართვის საშუალებით მიმართა. მისი თქმით, საქართველო გახდება უფრო ბრწყინვალე, ვიდრე ოდესმე ყოფილა და 31 ოქტომბერს დასრულდება უპერსპექტივობა. სააკაშვილის თქმით, კოვიდი ვითარების დაძაბვა წინასაარჩევნოდ სპეციალურად მოხდა. მიხეილ სააკაშილის თქმით, „არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს საჩხერე და ჭორვილა, როცა მას აქვს ბათუმი“. არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს დაჩაჩანაკებული ივანიშვილის ოცნება, როცა საქართველოს შეუძლია სასწაულების შექმნა.

წარდგენას არ ესწრებოდა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე, რომელსაც მამა კორონავირუსით გარდაეცვალა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში