ჯუმბერ  ვარდმანიძის ქმედებები  პარტიულ შეკრებაზე განიხილეს  

17 ოქტომბერი 2020, 16:03 2486 ნახვა

‘’ამ თანამდებობის პირს შეეშალა ბევრი მიმართულებით“-ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ჟურნალისტის გინების ფაქტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აფასებს. თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში უკვე იმსჯელეს, თუმცა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მერის მისაღებია.  ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა, არჩილ თალაკვაძე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ეს მიუღებელია და ყოველთვის ასე იქნება.

,,ქართულ ოცნებაში“ მერის მხრიდან უკანონო მშენებლობის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კანონდარღვევის აღმოფხვრისთვის შესაბამისი ზომები გატარდება. თორნიკე რიჟვაძე დღევანდელ განცხადებაში თედორაძეების ოჯახის თემასაც შეეხო, მისი თქმით სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის განცხადების მოძიება გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში