მასშტაბური შეკრება წითელ ზონაში- ვისია პასუხისმგებლობა?!

17 ოქტომბერი 2020, 20:30 1666 ნახვა

„ძალა ერთობაშიას“ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაზე დღეს, ხელისუფლებასთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ. საპასუხოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბრობენ, რომ მსგავს ხალხმრავლობას არ ელოდნენ. პანდემიის ფონზე, ბათუმის ბულვარში შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერების უმრავლესობას არც პირბადე ეკეთა და არც დისტანცია იყო დაცული.

გუშინდელ შეკრებას გამარჯვებული პარტიის აქცია უწოდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, პარტია, რომელმაც ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა შექმნა, ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსით. რეგულაციების დარღვევის აღსრულებაზე, ისევ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში