ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

18 ოქტომბერი 2020, 18:20 1025 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ, რათა სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ.

მისი თქმით მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში