''ლოქდაუნს'' აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს - გიორგი გახარია 

19 ოქტომბერი 2020, 13:41 1952 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მკაცრ შეზღუდვებს აღარ გამოაცხადებენ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. გიორგი გახარიას თქმით, არანაირი პანიკის საფუძველი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს.

''წერტილოვანი შეზღუდვები და მკაცრი წესების დაცვა - ეს არის ის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას,გრძელვადიან პერსპექტივაში,ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ. პირიქით გავაძლიეროთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი ვაი პოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს.

ინფიცირებულების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოში. პირველი ტალღის დროს სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ჩვენ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყნაში და დეფიციტი იყო. მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა არ გვქონდა. ყველას იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში ვაქცინა შეიქმნებოდა,რაც არ მოხდა.

ახლა სხვა მდგომარეობაში ვართ, მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადის ტარება, რა თქმა უნდა ჩვენ მსგავს ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს.

ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდებით და ბალანსის სწორი დაჭერით მუშაობა. უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია - ეს ის წესებია, რომლითაც მსოფლიოში ხელმძღვანელობენ. შესაბამისად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არი ის გადაწყვეტლებები რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვირუსის გავრცელება ტემპში შემცირდეს, მაგრამ შემთხვევების მატება გვექნება. ესეთი მატება იყო მოსალოდნელი და ყოველთვის ვამბობდით რომ მეორე ტალღის დროს მატება იქნებოდა.

დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ქვეყნის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას'' - განანაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში