საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დროის განმავლობაში,უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები.
''ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის ელელმენტარული უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის.
ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული იყო იმიტომ, რომ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე. ეს იყო ვირუსთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად.
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ფაქტობრივად ყოველ კვირაში გვაქვს რეკორდის განახლება. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოში'' - განაცხადა პრემიერმა.