ირაკლი კობახიძის განცხადება

20 ოქტომბერი 2020, 15:24 1260 ნახვა

„ნინო ბურჯანაძეს არ ახსოვს, რომ მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის და სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. იქ ჩატარდა დეფაქტო არჩევნები და გაამართლეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები. ასევე შეიძლება არ ახსოვს რა ხდებოდა გარეჯთან დაკავშირებით“ - ასე, ჩვენი ეთერით ირაკლი კობახიძე ნინო ბურჯანაძის მიერ დავით გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მანამდე კი „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ არავითარი შეთანხმება არ ყოფილა აზერბაიჯანთან აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, მისი თქმით, უბრალოდ ხელისუფლების სურვილია წინასაარჩევნოდ ამ თემის გააქტიურება.  ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე  ნინო ბურჯანაძე კომენტარს არ აკეთებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში