"დაუპიპინე ბიძინას" - "ევროპული საქართველო" ბათუმსა და სხვა ქალაქებში აქციას მართავს 

21 ოქტომბერი 2020, 10:11 2127 ნახვა

დღეს, 21 ოქტომბერს, "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით ბათუმში, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ავტომობილებით აქცია - "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.

პარტიის წევრები ბათუმში ოფისთან შეიკრიბნენ და ავტომობილების კოლონა თბილისისკენ დაიძრა.

მანქანებზე დაკრული ჰქონდათ სპეციალური სტიკერები - დაუპიპინე ბიძინას.

ბათუმის პარალელურად აქცია თბილისში საკრებულოს შენობასთან დაიწყება, რის შემდეგაც მოქალაქეები "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გადაინაცვლებენ.

დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე ჩატარდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში