“მთავრობამ პანდემია ფორსმაჟორად ცნოს”-ბურჯანაძის პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

21 ოქტომბერი 2020, 14:34 1295 ნახვა

პეტიცია მოამზადა ნინო ბურჯანაძის პარტიამ, იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას იმ მოთხოვნით, რომ მთავრობამ ცნოს პანდემია ფორსმაჟორად და გაათავისუფლოს მოსახლეობა მძიმე საფინანსო წნეხისაგან. “ერთიანი საქართველოს” ლიდერის თქმით, ხვალიდან ყველა მეტროსადგურთან პარტიის წარმომადგენლები დადგებიან და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ამ პეტიციას ხელი მოაწეროს. მისი თქმით, თაღლითობაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა სესხები. ეს არის ფორსმაჟორი, რასაც მალავს საქართველოს ხელისუფლება. - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ტყუის, როცა ამბობს, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში