ბანკზე თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია

22 ოქტომბერი 2020, 11:46 930 ნახვა

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება  შესაბამისად ამ დრომდე უცნობია ვინ არის  თავმდამსხმელი, რომელიც გუშინ საქართველოს ბანკში შეიჭრა.  დამნაშავემ ბანკის შენობა რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სამ მძევალთან ერთად დატოვა, ამის შემდეგ კი მისი  კვალი იკარგება. გავრცელებული ინფორმაციით,  მან მძევლები რომლებიც თან გაიყოლა ბანკის დატოვების შემდეგ სხვადასხვა ტერიტორიაზე დატოვა.  ახლა ზუგდიდში საქართველოს ბანკის შემდეგ  მოვლენების მთავარი  ეპიცენტრი პოლიციის განყოფილებაა, სადაც უნდა გაგრძელდეს გამოკითხვები, მათ შორის უკვე თვითმხილველბისაც. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში