“სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიში

22 ოქტომბერი 2020, 11:50 1015 ნახვა

ზეწოლა მუქარის 37 ფაქტი ძირითადად ოპონენტების წინააღმდეგ, ფიზიკური ძალადობის 9, მოსყიდვის 10, მედიაზე ზეწოლის 2 შემთხვევა- ეს ის ძირითადი დარღვევებია, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში გამოავლინა. ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ კონკრეტული პირები ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს კი სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები მოხვდა, ასევე ტვ პირველზე და იმედის ჟურნალისტზე ზეწოლის შემთხვევები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში