შსს-ს აქვს ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ უნდა დააკავოს - პრემიერი 

22 ოქტომბერი 2020, 14:14 1352 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზუგდიდში მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლება პირველი რიგის ამოცანა იყო. გიორგი გახარიას თქმით, შსს-მ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადაში უნდა დააკავოს.

''გუშინ ზუგდიდში მომხდარი ფაქტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა და ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო. მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ სისტემას აქვს უმთავრესი ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადაში იყოს დაკავებული.

ეს არის მთავარი ამოცანა და ოპერატიული-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა გამოიყენონ. იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან, დანაშაულის დაუსჯელობის აღქმა.

ეს არის ამოცანა, რომელზეც შსს-მ საბოლოო შედეგის მიღწევამდე უნდა იმუშაოს'' - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში