ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს

22 ოქტომბერი 2020, 14:57 1518 ნახვა

ზუგდიდის შემდეგ  ძარცვის ფაქტი ქობულეთში. ამჯერად  საქართველოს ბანკთან ინკასაციის თანამშრომელი დააყაჩაღეს, იმ დროს  როცა  ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდა.  სავარაუდო დამნაშავე მიიმალა, მიმდინარეობს მისი იდენტიფიცირება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 178-ე,   ძარცვის მუხლით დაიწყო. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო  მოქმედებები. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში