ბანკზე თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია

23 ოქტომბერი 2020, 11:37 1040 ნახვა

გვიან ღამემდე გაგრძელდა  ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში იმ მოქალაქის გამოკითხვა, რომელიც თავდამსხმელის   ერთ-ერთი ბოლო მძევალი იყო. დავით ხვიბლიანმა შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სამართლდამცავები  მძევალთა ნაწილის გამოკითხვას, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ  განაახლებენ. დაკითხვები გრძელდება   სამმართველოსა და სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეოს პოლიციის შენობაში.  სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ თავდამსხმელს,  რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა შემდეგ კი   თანხასთან ერთად მიიმალა. ამ დრომდე უცნობია შეიარაღებული მოქალაქის ვინაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში