სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმება

14 ოქტომბერი 2016, 00:00 2189 ნახვა

ხვალ არის ბოლო ვადა, როცა პარტიული სიიდან არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ. ამას ”საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს.  კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის ან უარს იტყვის, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ. ”საარჩევნო კოდექსში” პირდაპირ წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.

ამავე კატეგორიაში