არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა სრულდება

26 ოქტომბერი 2020, 11:51 1062 ნახვა

31 ოქტომბრისთვის საჭირო ბიულეტენების ბეჭდვა დღეს სრულდება. ბიულეტენთა საერთო რაოდენობა 7 მილიონ 100 000-ზე მეტია.  პროცესი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ცესკოს წევრებთან ერთად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.  

საარჩევნო  ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს სრულდება თვითიზოლაციაში მყოფი  მოქალაქეების რეგისტრაციის ვადა.  ისინი სპეციალურად ამოქმედებულ  ცხელ  ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ. 

იზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციის შეზღუდულ ვადებზე საუბრობენ მესამე სექტროში.   ,,სამართლიანი არჩევნების“   აღმასრულებელი დირექტორი ამბობს,   რომ ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს სწორი. ამიტომ  პროცესს  ორგანიზაცია დააკვირდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში