“სამოქალაქო პლატფორმა 2020”-ის საკონსტიტუციო სარჩელი

26 ოქტომბერი 2020, 10:51 1273 ნახვა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“  ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც გამორიცხავს 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ამომრჩევლების,  ასევე საავადმყოფოებში მყოფი , კოვიდ ინფიცირებული ამომრჩევლების კენჭისყრაში  მონაწილეობას ეხება.

ორგანიზაციამ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შეიტანა. მოსარჩელის განმარტებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პროტოკოლი,   მოქალაქეებს უზღუდავს და იძლევა მანიპულაციის საშუალებას.

ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ  ცესკომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს ყველასთვის.  მათ შორის, თვითიზოლაციაში 26 ოქტომბრის შემდგომ  თვითიზოლაციასა და კლინიკებში გადასული პირებისთვის.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში