ეს იყო დივერსიული აქტი - კობახიძე ბათუმში ნაც. მოძრაობის აქციაზე 

26 ოქტომბერი 2020, 12:43 1255 ნახვა

''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ბათუმში გამართული ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქცია დივერსიული აქტი იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზანი ვირუსის გავრცელება იყო.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია მსგავს ქმედებებს სხვა რეგიონებშიც აგრძელებს.

''ბათუმში რაც მოხდა ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მითუმეტეს უკვე შედეგები არის სახეზე. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი. მიზანი იყო პანდემიის გავრცელება და მათ იმედი აქვთ მათივე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩვენების შედეგებზე, თუმცა კვლელები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება მხარდამჭერთა რაოდენობა და არა იმათ მიმართ ვინც კოვიდის წინააღმდეგ იბრძვის.

მათი ასეთი დივერსიული აქტი ვერ გამოიღებს შედეგს. სამწუხაროა, რომ რაც მოხდა ბათუმში გრძელდება სხვა რეგიონებში, რაც მიანიშნებს ამ ადამიანებისთვის ე.წ. პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამით იყო ნაციონალური მოძრაობა გამორჩეული 9 წლიანი მმართველობის პერიოდში'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში