“ევროპული საქართველო” ბათუმში ე.წ. ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს

27 ოქტომბერი 2020, 11:53 2209 ნახვა

ბათუმში ე.წ ქიმიური ტერმინალის მშენებლობა მიუღებელია ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში. კანდიდატები ირწმუნებიან, რომ პროექტის უკან კორუფციული გარიგებები დგას, რადგან ქალაქისთვის ქიმიური ტერმინალი საფრთხის შემცველია.

არმაზ ახვლედიანი და ვახტანგ კალოიანი საუბრობენ ალტერნატიულ გეგმაზე, რომლის განხორციელებასაც პირველი ნოემბრიდან აანონსებენ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაასაჯაროვებენ

ვინ არის კორუფციულ გარიგებებში გარეული და ვის აქვს ქალაქში ავტორიტეტი, ამაზე ამომრჩევლები პასუხს თორნიკე რიჟვაძის თქმით, 31 ოქტომბერს გასცემენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პოლიტიკურ ოპონენტებს აკრიტიკებს და არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში