ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

27 ოქტომბერი 2020, 14:00 833 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს. მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 9 თვის განმავლობაში 379 ათას  326 ლარი დაიხარჯა და სულ 672 ოჯახს გაეწია დახმარება. ჯანდაცვის 9 მიზნობრივი პროგრამით ისარგებლა 781-მა ბენეფიციარმა, რაზეც 370 ათას 882 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება განათლების სფეროს, ამ მიმართულებით სამი კვარტლის შესრულებამ 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მერიის მიერ წარდგენილი სამი კვარტლის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასეს და თქვეს, რომ ხელვაჩაურის მერია პანდემიას გაუმკლავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში