გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნის ვადა 18:00 საათამდე გახანგრძლივდა

27 ოქტომბერი 2020, 15:03 1273 ნახვა

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს მიიღებს დღეს 18:00 სთ-მდე - ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

''დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0). ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში'' წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში