მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება

27 ოქტომბერი 2020, 14:30 1048 ნახვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია სომხეთის სამხრეთ საზღვარს ბომბავს, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.  უწყება აცხადებს, რომ   აზერბაიჯანის არმიის უპილოტო საფრენი აპარატების და სარაკეტო-საარტილერიო საშუალებების სამიზნე სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე პუნქტი გახდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სასაზღვრო ძალებმა მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები აქვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში