ქობულეთში 4 სპეცუბანი იმუშავებს

27 ოქტომბერი 2020, 17:41 1089 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში 4-საარჩევნო სპეც უბანია გახსნილი. ესენია 66-ე, 67-ე, 68-ე, 69-ე საარჩევნო უბნები. დაახლოებით 11-გადასატანი ყუთი იქნება ამ უბნებზე.   ამ დროისთვის  ცესკოს ტრენერები სპეც უბნების წევრებსა და თავმჯდომარეებს გადამზადების კურსს უტარებენ. ხვალ კი ინფექციონისტების ტრენინგებია დაგეგმილი.  სპეც უბნებზე მყოფი ამომრჩევლები სავალდებულო მარკირების პროცედურას არ გაივლიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში