30 წელი პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან

28 ოქტომბერი 2020, 14:55 1207 ნახვა

საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებიდან 30 წელი გავიდა. ზვიად გამსახურდიას ინიციატივით შექმნილმა „მრგვალმა მაგიდამ“ საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის კომუნისტური არჩევნები ჩაშალა, 28 ოქტომბერს კი  საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები უწევდნენ ზედამხედველობას.

ისტორიული თარიღი დღეს ბათუმშიც გაიხსენეს. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა საფლავთან შეკრებილებმა კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მონაწილეების დასჯა და აღნიშნულ ტერიტორიაზე  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლის დადგმა  მოითხოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში