მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების ფარგლებში ხულოში ბუნებრივი აირი შევიდა

28 ოქტომბერი 2020, 17:16 1529 ნახვა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში დღეს დაბა ხულოში გაზი აინთო. ღონისძიებას მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.

სალიბაურიდან-გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების, 121 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე კი, 27 კილომეტრზე, დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში, გაზი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზეც” აინთო.

უწყების ინფორმაციით, გაზიფიცირების პროექტის სამუშაო პროცესში 300 ადამიანი დასაქმდა. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებზე დამატებით 300 ადამიანი დასაქმდება. მშენებლობას შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში