საჩივრების განხილვა

14 ოქტომბერი 2016, 00:00 2380 ნახვა

საარჩევნო კომისიებმა 8 ოქტომბრის შემდეგ ათასამდე საჩივარი განიხილეს - ამის შესახებ ანა მიქელაძემ ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 7 საჩივარი განიხილა, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა შეტანილი.  ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, რომ იყო მოთხოვნა რამდენიმე უბნის გადათვლის, რაც დააკმაყოფილა საარჩევნო ადმინისტრაციამ. მთაწმინდის ერთ, ბათუმის ერთ და კრწანისის სამ უბანზე ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, შედეგი არ შეცვლილა და ზუსტი ბალანსი დაჯდა- ამბობს ის. პრესსპიკერი ასევე განმარტავს, რომ მეორე ტურის დასანიშნად საარჩევნო ადმინისტრაციას ვადა ჯერ კიდევ აქვს. მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია. ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციას თარიღი არ გამოუქვეყნებია იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ტურის შედეგები არ შეჯამებულა. 

ამავე კატეგორიაში