ავიასამოდელო კლუბს რეზო ბარამიძის სახელი მიენიჭა

29 ოქტომბერი 2020, 11:32 1581 ნახვა

ბათუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ავიასამოდელო კლუბს ავიასამოდელო სპორტში  საქართველოს ჩემპიონის რეზო ბარამიძის სახელი მიენიჭა.  პედაგოგი 54 წლის განმავლობაში  სხვადასხვა  მიმართულებით მუშაობდა, იყო ავია, რაკეტსამოდელო, გემთსამოდელო და საზღვაო სამოდელო წრეების ხელმძღვანელი. რეზო ბარამიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში