არათუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს ლევან ვარშალომიძე, არამედ წუხელ ჩაატარა სპეცოპერაცია და  სააკაშვილი უკვე შემოიყვანა საქართველოში - ენმ

29 ოქტომბერი 2020, 17:05 1684 ნახვა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე სახმელეთო საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლაზე ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ბათუმში გამოეხმაურნენ. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ეს იყო არასერიოზული განცხადება. 

„ადამიანი, რომელიც ჩვენ დიუსელდორფის უნივერსიტეტის პროფესორი გვეგონა და გვეგონა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ აღმოჩნდა ჩვეულებრივი ოტოშნიკი (პირი, რომელიც სუს-ში ზის და უსმენს ადამიანებს'). დღევანდელმა მისმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ის ზის და ჟურნალისტებს უსმენს ფარულად. 

პირველ რიგში სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ''ქართულ ოცნებას'', იმიტომ რომ სახელისუფლებო პარტიას, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს კვლავ ხელისუფლებაში, მთავარ სპიკერად შერჩა პოლიტიკური გვამი.

დიახ ბატონო ირაკლი, არათუ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს ბატონი ლევან ვარშალომიძე, არამედ წუხელ ჩაატარა სპეცოპერაცია და მიხეილ სააკაშვილი უკვე შემოიყვანა საქართველოში, ხვალ კიდევ გეგმავს სპეცოპერაციას და მეორე მიხეილ სააკაშვილის შემოყვანას აპირებს და ზეგ წითელი ხიდიდან ვაპირებთ კიდევ მესამე სააკაშვილის შემოყვანას საქართველოში.

უბრალოდ, მინდა მხოლოდ შენ იცოდე შენ და არ ''გააბაზრო''. ეს არის პასუხი. არასერიოზულ განცხადებაზე მეტი განცხადების გაკეთება შეუძლებელია“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში