რემონტის ფული ან ბოიკოტი არჩევნებს

29 ოქტომბერი 2020, 21:15 1409 ნახვა

სოფელ წაბლანაში მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ სოციალური ბინების რემონტისთვის საკომპენსაციო თანხა არ მიუღიათ. ამ მიზეზით ისინი არჩევნებზე გამოცხადებას არ აპირებენ.  რამდენიმე  გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის  შემდეგ  საკუთარ პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ. აღსანიშნავია  ისიც, რომ წელს პირველად  ადგილობრივი კომისიის წევრები 32-ე უბანზე საარჩევნო პროცესებში არ ჩაერთო, „ცესკომ“ ისინი  ალტერნატიული კადრებით ჩაანაცვლა. სოფელ წაბლანაში ამ დროის მონაცემებით 600 ზე მეტი ამომრჩეველია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში