ბიაფის კინო სკოლის ინდუსტრიული ნაწილი გაიხსნა

30 ოქტომბერი 2020, 10:06 1560 ნახვა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის კინოსკოლის  ინდუსტრიული  ნაწილი  გაიხსნა. “ალტერნატიული  ტალღა“  წელს მეექვსედ ტარდება. მის ფარგლებში წარდგენილია  კინემატოგრაფისტების   9  პროექტი,  რომელსაც  ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ, მსჯელობენ პროექტების განვითარების გეგმაზე.

ბიაფის ძირითადი საკონკურსო ნაწილი კი ნოემბერში ჩატარდება. პანდემიის გამო წელს ფორმატი შეცვლილია და საფესტივალო პროგრამაში უცხოელი კინოხელოვანები ონლაინ ჩაერთვებიან. ბიაფში  30-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში