საცხოვრებელ მისამართებზე რეგისტრირებული უცხო პიროვნებები საარჩევნო სიებში

30 ოქტომბერი 2020, 11:00 1312 ნახვა

ბათუმში რამდენიმე მოქალაქეს საცხოვრებელ მისამართზე  უცხო პირთა ამომრჩევლის ბარათები მიუვიდა, რომლებიც მათი თქმით აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობენ და არც მანამდე უცხოვრიათ. რამდენიმე ადგილას  ერთდროულად 3 ან 5 უცხო ადამიანია  რეგისტრირებული. არჩევნებამდე კი ერთი დღე რჩება, ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდო სიებიც  უკვე მზადაა და  სავარაუდოდ საარჩევნო უბნებს დღეს გადაეცემა.

ჩვენ დავუკავშირდით ცენტრალურ საარჩევნო საიდანაც პასუხს სიებში არსებულ ცდომილებებზე ამ დრომდე ველოდებით. მივმართეთ ასევე და აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, რადგან საპარლამენტო არჩევნების პარალელურად რეგიონში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება. უსკოში განმარტეს, რომ სიების შედგენა მათ უფლებამოსილებაში არ შედის, ამომრჩეველთა ერთიანი სიას  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაა ადგენს და ოლქებს უგზავნის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში