რაც აქციის დროს, სადღაც შორიდან, „სკაიპით“ ჩართულმა ლიდერმა განაცხადა, იყო კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება

30 ოქტომბერი 2020, 14:40 1169 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა სადაც ის ზღვარს გადავა და გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა შესაბამისად იმოქმედებს.

''არ შევალ უბრალოდ სამართლებრივ ნიუანსებში და დეტალებში. ის რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად უკვე კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა სადღაც შორიდან სკაიპით ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება რა თქმა უნდა ამას შეიძლება სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება და ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევა.

შესაბამისად ვერავინ და ვერაფერი ვერ შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ის სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გავა და გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად'' - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში