ხულოში 53 საარჩევნო და ერთი სპეცუბანი იმუშავებს

30 ოქტომბერი 2020, 14:20 988 ნახვა

საარჩევნო უბნების აღჭურვა მიმდინარეობს ხულოს 30-ე ოლქშიც. ამ დროისთვის უბნის თავმჯდომარეები ოლქიდან საარჩევნო ინვენტარის უბნებზე გატანასა და  აღჭურვას აწარმოებენ. დაწყებულია კაბინების მონტაჟიც.

ხულოში წელს 24 ათას 228 ამომრჩეველია.  აქედან 34 დააფიქსირა ცესკოს ცხელ ხაზზე  იზოლაციასთან დაკავშირებით შეტყობინება.  მოქმედებს 53 საარჩევნო უბანი და  ერთი ანუ 54 -ე სპეცუბანი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში