სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე სწრაფად აღდგება - მაჭავარიანი

30 ოქტომბერი 2020, 15:02 1361 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მათ მიერ გატარებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ უკვე ცხადყო, რომ 2020 წლის კრიზისზე მთავრობის პასუხი იყო ადეკვატური. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მოლოდინია, რომ საქართველოში ეკონომიკა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.

"ტურიზმი სხვადასხვა შეფასებებით საქართველოს ეკონომიკის 9-11%-ია და ის მოგვაკლდა, მიუხედავად ამისა შარშანდელ დონეზე ვნარჩუნდებით. ჩვენ წელს სერიოზული ფისკალური სტიმული მივეცით, ბიუჯეტის დეფიტი გავზარდეთ 8,5%-მდე არის წლის ბოლომდე პროგნოზირებული მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ამ სტიმულის საფუძველზე ნაწილობრივი კომპენსაცია მოხდა ეკონომიკაში იმ დანაკლისის რაც ტურიზმმა გამოიწვია.

მთელი ზაფხულის განმავლობაში სამუშაოები არსად არ შეჩერებულა. ტემპი საკმაოდ მაღალი იყო რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს და რომ ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ იყო ადეკვატური და მარტო ჩემს სიტყვებს, რომ არ დაეყრდნოთ, მოვიშველიებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკურ პროგნოზს, სადაც ის ამბობს, რომ 2021-2025 წლების პერიოდში მოლოდინია, რომ საქართველოში ეკონომიკა ყველაზე უფრო დიდი მაჩვენებლით, დაახლოებით 5%-ით გაიზრდება და აღდგენის პროცესი რეგიონში იქნება ყველაზე სწრაფი"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში