პრემიერი: “ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი”

30 ოქტომბერი 2020, 17:56 1047 ნახვა

ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნზე“ საუბარი კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ასეთ საკითხებს გარკვეული პოლიტიკური ძალები ხმების დასაგროვებლად.პრემიერ მინისტრი დღეს გამოსვლისას ხვალინდელ არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციის და საზოგადოების ვალდებულებაა უზრუნველყოს, რომ საარჩევნო პროცესებმა მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიაროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში