საარჩევნო დოკუმენტაციის დარიგება

30 ოქტომბერი 2020, 17:58 1098 ნახვა

ხელვაჩაურში საარჩევნო უბნებზე სამზადისია. საოლქო კომისიიდან უბნებზე მიაქვთ ბიულეტები, კონვერტები, ოქმები და სარეგისტრაციო ბეჭდები ანუ ის საარჩევნო ინვენტარი, რაც კენჭისყრის დღისთვის არის საჭირო. ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში 42 უბანი შედის და ერთი კოვიდ უბანი, საიდანაც გადასატანი ყუთით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ხმას მისცემენ. როგორც ოქლში განმარტავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უბნებზე სრულად დაკომპლეტებულია. მათივე თქმით, კოვიდის გამო  კომისიის ათამდე  წევრის ჩანაცვლება მოუხდათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში