არჩევნები 2020

31 ოქტომბერი 2020, 08:21 1090 ნახვა

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს და აჭარაში მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს ირჩევენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეგისტრირებულია 3 526 023 ამომრჩეველი, მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი. გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. რაც შეეხება აჭარას, აქ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს, სამივე ოლქში 314 889 ამომრჩეველი.

საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული. საარჩევნო უბნებზე წილისყრის პროცედურები დასრულებულია და რამდენიმე უბანზე პირველი ამომრჩეველიც მივიდა. ადგილზე იმყოფებიან დამკვირვებლები. წელს არჩევნები პანდემიის პირობებში, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის დაცვით უნდა ჩატარდეს.

ცესკო-ს თანამშრომლები და უბანზე მყოფი სხვა პირების სპეციალური ეკიპირებით არიან. უბანზე პირბადით უნდა მივიდეს ამომრჩევლები. ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში