ზუგდიდში ''ქართული ოცნება'' ე.წ. კარუსელისთვის ემზადება - ნაციონალური მოძრაობა

31 ოქტომბერი 2020, 09:40 987 ნახვა

''ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის ემზადება, იგეგმება ე.წ. კარუსელების დატრიალება – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა.

ანი წითელაძის თქმით, ცნობილია კონკრეტული უბნები, სადაც არჩევნების კანონდარღვევით ჩატარება იგეგმება. 

„დაგისახელებთ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით ზუგდიდის უბნებში დღეს,  შეეცდებიან ე.წ. კარუსელის დატრიალებას.  უბნებზე ასევე გაფრთხილებულები არიან კომისიის წევრები, რომ ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სპეციალური ბეჭედი და ხელსაბამი, რითაც შეუძლიათ, ისინი იცნონ და გაატარონ უბნებზე.

ამ ადამიანებს აქვთ დავალება, რომ შევიდნენ ,, კარუსელზე''. ამის პარალელურად ჩვენ უბნებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ მასობრივად, ყველა ჩვენს წარმომადგენელს შეექმნა შიგნით უბანზე გადაღებასთან დაკავშირებით პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება გაყალბებისთვის“, – განაცხადა ანი წითელაძემ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში