ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდება რბილ ფორმებში და არ იქნება ცხელება - კარლ ჰარცელი

31 ოქტომბერი 2020, 10:47 1102 ნახვა

ვფიქრობ,არჩევნები ჩატარდება რბილ ფორმებში და არ იქნება ცხელება - კარლ ჰარცელი დაკვირვების პირველ ობიექტად, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თბილისის 53 სკოლა შეარჩია, ის 23-ე უბანზე საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად გამოცხადდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და მიმდინარე ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობაა.

„არჩევნების დღე ეს დიდი დღეა, მე და სხვები,დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ აქამდე მოვსულიყავით. ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვფიქრობ, არჩევნები ჩატარდება რბილ ფორმაში და არ იქნება ცხელება. მე სხვა უბნებზეც ვაპირებ მისვლას, ასევე მაქვს დაგეგმილი შეხვედრები. დიპლომატები ვაკვირდებით ამ არჩევნებს 1000-ზე მეტ უბანზე. ხვალ იქნება პირველი შეფასებები გაკეთებული ეუთო/ოდირის მიერ. ყველაზე მთავარი არის ის რომ, ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანზე და ვიყოთ დარწმუნებული, რომ არ ხდება არანაირი ჩარევა ან ძალადობა, ასევე ის, რომ საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი ეთიკის ნორმებით ჩატარდება “- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცემ.

ევროპელი დიპლომატების 70 სადამკვირვებლო გუნდი 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მისვლას გეგმავს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ისინი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში