არჩევნები 2020 - ფოთი

31 ოქტომბერი 2020, 10:03 1175 ნახვა

ფოთში თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების" აგიტატორები არიან მობილიზუბილი და ადგილზე მისულ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხდებას ,,ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წევრი აკეთებს. ოპოზიციის განცხდებით ეს კანონდარღვევაა. ადგილზე შეკრებლი ადამიანები ოპოზიციის განცხადებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ უბანზე თავიანთი სურვილით მივიდნენ და პირბადეებს არიგებენ. " ხალხს არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ნორმალურად გააკეთონ არჩევანი. ამათ გონიათ, თუ აგიტატორს დააყენებენ და ხალხს ჩაუტარებენ რაღაც ლექციას, მათ მისცემენ ხმას, აი ასეთი სულმდაბლები არიან. ამბობენ ტყუილა ვდგავართო აქ, რატომ დგანან ტყუილა?! სპორტსმენებია ჩართული ამ პროცესში, ყველა იძულებით ყავთ ჩართული", - აცხადებს," ნაციონალური მოძრაობის " ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში