ვაფრთხილებდით მოქალაქეებს, რომ იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 12:05 1210 ნახვა

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან მათ მიერ დაანონსებული დესტრუქციების ნაწილი საარჩევნო უბნებზე უკვე დაფიქსირდა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესებში ფუნქციების გასანაწილებელ პროცედურებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით ბოლნისში ადგილი ჰქონდა გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობასაც.

"ჩვენ ვაფრთხილებდით ამომრჩევლებს, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა, ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის 2 წარმომადგენელს ჰქონდა გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა.

ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა ტვ პირველის ოპერატორი, თუმცა ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. ამ ფაქტის ვიდეო მტკიცებულებას მოგვიანებით წარმოგიდგენთ. ბოლნისში, ასევე შეინიშნება ზონდერ ჯგუფების მობილიზება.

დიმიტრი შაშკინი პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდება. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის სრული სიმკაცრით გაეცემა პასუხი"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში