"მეც იარაღით დავდივარ"- კახა ოქრიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 15:32 1089 ნახვა

მეც იარაღით დავდივარ​ - აცხადებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი.

მისივე განმარტებით, დიმიტრი შაშკინი, რომელიც დღეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, იარაღის ტარების უფლება აქვს.

„აქ ვინც ვართ, ყველას გვაქვს იარაღის ტარების უფლება ოფიციალურად. ხომ ხედავთ, როგორ ვიქცევით, მოვდივართ იარაღის გარეშე, თუმცა გვაქვს იარაღის ტარების უფლება ყველას, ვეტერანებსაც, მეც, დიმა შაშკინსაც. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ისე ჩაივლის, ექსცესების გარეშე იქნება, რადგან თუ აქ ექსცესები იქნება, ჩვენი არჩევნები ჩაითვლება არალეგიტიმურად. მე პირადად ჩავთვლი ამას არალეგიტიმურად. თვე-ნახევარი ქარცეცხლში გაგვატარეს აქ და ჩვენი მხრიდან რეაგირება არ იყო, არაფერს ვაკეთებდით. დღეიდან ეგრე აღარ იქნება. იმედი მაქვს, ჭკუა ეყოფა ყველას, რომ ექსცესები და პროვოკაციები არ დაგეგმონ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინი იარაღით არის გადაღებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში