დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი ეძგვერაძე, იგივე "ჭყიპინა'', რომელიც გლდანის ინციდენტში მონაწილეობდა - მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 17:03 2822 ნახვა

''ქართული ოცნების'' ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი ეძგვერაძე, იგივე "ჭყიპინა'', რომელიც გლდანის ინციდენტში მონაწილეობდა. 

''მას ზედმეტსახელად ქვია ''ჭყიპინა''. გლდანში ყველა იცნობს, როგორც ე.წ. ძველ ბიჭს და ავტორიტეტს. ​არ ვიცი ''ჭყიპინების'' იმედზე თუ არიან ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრები'' - თქვა ბრიფინგზე მდინარაძემ. 

მისივე თქმით, გლდანში მოსალოდნელი იყო პროვოკაციები, რაც გამართლდა. 

''ჩვენ ამის შესახებ მოქალაქეებს ვაფრთხილებდით. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ნაც. მოძრაობის შტაბებიდან, რომ ისინი გლდანში აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას. 

ჩვენ ვარაუდი 100%-იანი სიზუტით გამართლდა. გლდანში ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მთავარი ზონდერის ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციას არა ერთ ლოკაციაზე და არა ერთ უბანზე. ის და მისი ზონდერ ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებას, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში. 

ეს გამოიხატებოდა გადაადგილებაში, ყოველ 15-20 წუთში ცდილობდნენ სხვადსხვა უბანთან  მისულიყვნენ და პირდაპირი შეურაცხყოფა მიეყენებინათ ქართული ოცნების ამომრჩევლებისათვის. პირდაპირ აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. 

ყველას მოვუწოდებთ, თავი ავარიდოთ მსგავს პროვოკაციებს. ეცადეთ არ აყვეთ და არ მისცეთ საშუალება ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია'' - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გლდანში მომხდარ ინციდენტზე 5 პირი დააკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში