ვარკეთილში #49 საუბნო საარჩევნო კომისიასთან რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა

31 ოქტომბერი 2020, 16:06 1066 ნახვა

ვარკეთილში 49-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა. აქ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. უცნობმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტვ პირველის ჟურნალისტს. ამ დროისთვის უცნობია რა მიზანი ამოძრავებდათ მათ.

"სავარაუდოდ კამერა მომხდა, ვერც დავინახე, რადგან როცა მოვიხედე უკვე სისხლი მომდიოდა"-აცხადებს ტვ პირველის ჟურნალისტი.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში