რესან კონცელიძის არჩევანი

31 ოქტომბერი 2020, 11:04 848 ნახვა

“ქართული ოცნების“ ბათუმის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, რესან კონცელიძემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

მისი თქმით, ხმა მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას და უკეთესს მომავალს მისცა.

რესან კონცელიძის თქმით, ამ დროის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

“ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ და სოციალურ დაცულობას. ასევე უკეთეს ცხოვრებას, წარმატებას, წინსვლას, ველოდებით გამარჯვებას და უკეთეს მომავალს. ჩვენ საარჩევნო პროცესს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ვატარებთ. დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა“,-განაცხადა რესან კონცელიძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში